საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელთა ლამაზი მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება 
30-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაშობაო-საახალწლო კვირეულის ფარგლებში, არაერთი ზღაპრული ღონისძიება გაიმართა. 

მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება წარმოადგინეს სკოლა-გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებას სითბოთი და ემოციებით სავსე წუთები აჩუქეს.

პატარა შემსრულებლებმა სცენაზე სიტყვა და მუსიკა გააერთიანეს. ლიტერატურულ ტექსტებს თან ახლდა მუსიკალური ნომრები, რომლებიც წარმოდგენის შინაარსს კიდევ უფრო ამდიდრებდა.

მოსწავლეთა ენთუზიაზმმა და შემოქმედებითობამ ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

წარმოდგენამ წინასაშობაო-საახალწლო განწყობა გაამძაფრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი აქტივობები სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა - ეკატერინე ხეჩუაშვილმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203