
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული განწყობა დატრიალდა.
მე-5გ კლასში, კლასის ხელმძღვანელის - კარინე არუთინიანის ორგანიზებით, სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მთელი კლასი აქტიურად ჩაერთო.
საახალწლო კარნავალზე მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, ლექსები და სცენური წარმოდგენები. მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობაშიც ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა და წინასაშობაო-საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
იხილეთ ფოტოები: