
გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს დღესასწაულის მოლოდინი განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული წინასაახალწლო დღეები აჩუქა.
სკოლა საზეიმო დეკორაციებით მოირთო.
საახალწლო ფუსფუსში მთელი სკოლა იყო ჩართული. სკოლის საახალწლოს ნაძვის ხე მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
„ნაძვის ხე მზადაა, საჩუქრები დალაგებულია და სადღესასწაულო განწყობაც მთელ სკოლაში იგრძნობა. გისურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ არდადეგებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: