
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო სემესტრის მიწურულს დღესასწაულის მოლოდინი განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სკოლამ მოსწავლეებს ჯადოსნური წინასაახალწლო დღეები აჩუქა. გიმნაზიაში არაერთი საზეიმო აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა.
Iგ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თინათინ გოგინაშვილის ხელმძღვანელობით, მუსიკალურ-ლიტერატურული წინასაშობაო-საახალწლო ღონისძიება წარმოადგინეს, სახელწოდებით - „დაკარგული ახალი წლის ძიება ზამთრის ტყეში“.
პატარებმა მაყურებელი ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს, სადაც სიტყვა და მუსიკა ზღაპრულ სანახაობად იქცა.
წარმოდგენა სავსე იყო სადღესასწაულო განწყობით, ზღაპრული პერონჟებითა და სიხარულით.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა და წინასაშობაო-საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
იხილეთ ფოტოები: