გრანდიოზული ღონისძიება თბილისის N39 სკოლაში - 2023-2024 წლის 34 წარჩინებულ კურსდამთავრებულს მედლები საზეიმოდ გადაეცა
30-12-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

ახლახან, სკოლის 2023-2024 წლის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. სკოლამ ახალგაზრდებს წარმატება გრანდიოზულად მიულოცა. 

სკოლაში ულამაზესი საღამო მოეწყო. სკოლის 2023-2024 წლის 34 კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები.

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და მოიცავდა არაერთ საზეიმო ნომერს - მაყურებლის წინაშე მოსწავლეები შემოქმედებითი სანახაობით წარდგნენ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე სტუმრები, მათ შორის იყვნენ - გლდანი-ნაძალადევის რაიონის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის უფროსი ირმა კიკვაძე. 

სკოლის დირექტომა, ბესარიონ სიხარულიძემ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოს მიღება მიულოცა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა. ახალგაზრდებს წარმატება მიულოცეს ღონისძიების სტუმრებმაც. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია დირექტორის მოადგილემ თეა გაბრიჭიძემ.

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ დაუვიწყარი საღამოს ორგანიზებისთვის დირექტორის მოადგილეს: ქალბატონ თეა გაბრიჭიძეს,რომელიც ყოველ ჯერზე გვაოცებს არაჩვეულებრივი ღონისძიებებით. საღამოს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: გლდანი-ნაძალადევის რაიონის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ბატონი ვლადიმერ ბოჟაძე. გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ქალბატონი- ნანა ციმაკურიძე. გლდანი - ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი - ირმა კიკვაძე, სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე. მადლობა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს, მე-11 კლასის მოსწავლეს, ნინი ქირიას საღამოს წარმართვისთვის.

დიდი მადლობა იმ პედაგოგებს და მშობლებს, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ არაჩვეულებრივი მოსწავლეების წარმატებაში თქვენ ჩვენი ქვეყნის საამაყო და ნათელი მომავალი ხართ გვიყვარხართ, გვიხარიხართ და გვეამაყებით ჩვენო ძვირფასებო და განსაკუთრებულებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203