
სკოლა „ანაბასისში“ გაიმართა განსაკუთრებული ლიტერატურული საღამო - ანა კალანდაძის პოეზიისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ ჭულუხაძის ხელმძღვანელობით, სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა ქართული პოეზიის დედოფლის ცნობილი და საყვარელი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, უკეთ გაიაზრეს მათი შინაარსი და ემოციური დატვირთვა.
„ანა კალანდაძე შემოვიდა ჩვენში კალანდად — როგორც სითბო, სიკეთე და ქართული სიტყვის დღესასწაული. ბავშვებმა ემოციებითა და გულწრფელობით გააცოცხლეს მისი პოეზია და დაგვანახეს, რამდენად ცოცხალი და მარადიულია ქართული სიტყვა თაობებს შორის.
ეს საღამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოზარდებისთვის: ლიტერატურის სიყვარულის გასაღრმავებლად, პატრიოტიზმის გრძნობის გასაღვიძებლად, ქართული ბუნების, სიტყვისა და სულიერი ფასეულობების შესაგრძნობად.
ეს იყო დღე, სავსე შთაგონებით, სითბოთი და ქართული კულტურის სიყვარულით — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პოეზია ბავშვების გულებშიც ძლიერად ცოცხლობს.
მადლობა თითოეულ პატარა მონაწილეს და პედაგოგს იმ სულიერი დღესასწაულისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: