
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე გასნაკუთრებულად ზრუნავენ, წინასაახალწლო დღეები ზღაპრულ დღესასწაულად იქცა.
გაიმართა არაერთი ღონისძიება, რამაც მოსწავე-მასწავლებლებს საოცარი ემოციები აჩუქა.
IIIგ კლასის მოსწავლეებმა კი სცენაზე საქართველოს კუთხეთა საახალწლო ტრადიციები გააცოცხლეს.
მე-3 კლასელებმა ლამაზი მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება წარმოადგინეს. პროგრამა მოიცავდა ლექსებს, სიმღერებსა და სცენურ ნომრებს, რომლებიც ქართულ ხალხურ ყოფასა და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას ასახავდა.
ღონისძიება სავსე იყო სადღესასწაულო განწყობითა და ბავშვური ემოციებით და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები და ეროვნული ტრადიციებისადმი პატივისცემა.
ღონისძიება IIIგ კლასის დამრიგებლის - ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: