„ქართველი და ბერძენი გმირები, საერთო ღირებულებები“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისკენ მიმართული გაკვეთილი
29-12-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ თამანედოვე მეტოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახა. 

აღსანიშნავია, IV კლასში ჩატარებული მეტად საინტერესო გაკვეთილის თემაზე - ​„ქართველი და ბერძენი გმირები, საერთო ღირებულებები“. 

IV კლასში სულ ირიცხება სამი მოსწავლე, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად, ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

გაკვეთილი მიზნად ისახავდა - მოსწავლემ გააცნობიეროს სამშობლოსათვის თავდადების მნიშვნელობა ცხრა ძმა ხერხეულიძის გმირობის მაგალითზე და შეძლოს ისტორიული მოვლენების დაკავშირება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან. ისტორიული ფაქტების მიღმა დაინახოს მეომრის ხასიათი და ფასეულობები.

​აქვს მნიშვნელოვანი კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან. ეს არის მიზანი N16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა - მოსწავლე აცნობიერებს სამშობლოს დაცვისა და თავისუფლების მნიშვნელობას, როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრების ფუნდამენტს.

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერებს ეროვნული ღირებულებები და მათი დაცვის მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203