
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლამ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს ლამაზი წინასაახალწლო დღეები აჩუქა.
არაერთი სადღესასწაულო აქტივობა გაიმართა და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა.
აღსანიშნავია აქტივობა - „საიდუმლო სანტა“, რომელმაც ახალი წლის მოლოდინი კიდევ უფრო გაალამაზა და გაახალისა.
საახალწლო თამაში პედაგოგებმა ითამაშეს - საჩუქრების გაცვლის პროცესი კი სავსე იყო სიცილით, სიურპრიზებით და, რა თქმა უნდა, ერთმანეთის დახასიათებით.
„ვახსენეთ ჩვენი კოლეგების საუკეთესო თვისებები და კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა „ანტაობა“ ასეთი თბილი და მხიარული გარემო ნამდვილად დაუვიწყარს ხდის წინასაახალწლო დღეებს. გილოცავთ კოლეგებო, მეგობრებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სასკოლო კულტურა სამაგალითოა, ასეთი ლამაზი დღეები კი ხშირი.