დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი უჩმანის საჯარო სკოლაში
29-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი იზეიმეს.

ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სასკოლო საზოგადოებამ კი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა დამდეგი, 2026 წელი. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ჰასმიკ დუმოიანმა და მალვინა ამირხანიანმა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ და ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203