ფერადი საახალწლო ღონისძიება ზარიძეების საჯარო სკოლაში
29-12-2025

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული წინასაახალწლო დღეები აჩუქა. 

სკოლაში არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა და ზღაპრული განწყობა დატრიალდა. 

29 დეკემბერს, კი გაიმართა ფერადი საახალწლო ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყო ყველა საფეხურის თითოეული კლასი მასწავლებლებთან ერთად.

ტრადიციულად, მოსწავლეებმა სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს მაყურებელს. ღონისძიება გამდიდრებული იყო მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით - გაიმართა გასართობი „საახალწლო ვიქტორინა“, მოსწავლეებმა შეასრულეს საცეკვაო ნომრები, გაითამაშეს თეატრალური წარმოდგენები. მოსწავლეებს თოვლის პაპაც ესტუმრა, რომელმაც ბავშვები საჩუქრებით გაახარა. 

აღსანიშნავია, რომ ზარიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. წინასაახალწლო დღეები კი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203