აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება 
29-12-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. 

25 დეკემბერს, სკოლაში სადღესასწაულო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები და საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ინსცენირებები.

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შემოქმედებითი უნარები და სკოლაში განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203