„ახალი წელი- ახალი შესაძლებლობების დასაწყისია!“ - კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითად მდიდარი საახალწლო ზეიმი
29-12-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯაროს სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა

საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. 

„ახალი წელი- ახალი შესაძლებლობების დასაწყისია “-ამ სლოგანით მოსწავლეებმა გამართეს შემოქმედებითად მდიდარი საახალწლო ზეიმი.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. ზეიმმა შექმნა პოზიტიური გარემო და სადღესასწაულო განწყობა.

მოსწავლეებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი ნინო შამანაძე.

აღსანიშნავია, რომ კოხტის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. წინასაახალწლო დღეები კი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203