ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის მე-10 კლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი - მოსწავლეებმა შესასწავლი თემა მრავალმხრივ გაიაზრეს
29-12-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოზარდების ცოდნის დონესა და მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-10 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მუსიკაში, სახვით ხელოვნებასა და ხელოვნურ ინტელექტში. გაკვეთილის თემა იყო გრიგოლ ხანძთელი – ქართული სულიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი მოღვაწე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო სხვადასხვა საგნის ერთმანეთთან დაკავშირება და თემის მრავალმხრივი გააზრება.

მოსწავლეებმა ქართულში იმუშავეს ტექსტებზე, მათემატიკაში გამოიყენეს ლოგიკური ამოცანები ისტორიულ მოვლენებთან კავშირში, მუსიკაში გაეცნენ სასულიერო საგალობლებს, ხელოვნებაში შექმნეს თემატური ნამუშევრები, ხოლო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოამზადეს ვიზუალური მასალა.

„ინტეგრირებულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და საგნებს შორის კავშირის უკეთ დანახვას. მსგავსი გაკვეთილები სწავლას უფრო საინტერესო და ეფექტურს ხდის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203