
პრეზენტაციებით სწავლება ერთ-ერთი ეფექტური თანამედროვე სასწავლო მეთოდია და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, ამიტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტივობას ხშირად მიმართავენ.
აღსანიშნავია, VIII კლასში, გეოგრაფიის მასწავლებლის - ზურაბ ხარიბეგაშვილის საინტერესო გაკვეთილი, სადაც პედაგოგმა სწორედ პრეზენტაცებით სწავლების მეთოდს მიმართა.
VIII კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტი, მისი ეკოლოგიური მდგომარეობა და გაეცნენ იქ არსებულ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ობიექტებს. შემდეგ კი წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სამხრეთ ამერიკის დაცული ტერიტორიები“.
მოსწავლეებმა მეტად საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეო: