საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიებით იზეიმეს
29-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიამ მოსწავლეებს ზღაპრული წინასაახალწლო დღეები აჩუქა. 

სკოლაში არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა და გიმნაზიაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა დაატრიალა. 

მათ შორის აღსანიშნავია, IV კლასის მოსწავლეთა წინასაშობაო-საახალწლო მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება. 

მე-4 კლასელთა პროგრამა გამორჩეული იყო სადღესასწაულო განწყობითა და მრავალფეროვანი ნომრებით. მოსწავლეებმა სიმღერებით, ლექსებითა და სცენური გამოსვლებით გააცოცხლეს საშობაო-საახალწლო თემატიკა და დამსწრე საზოგადოებას თბილი ემოციები აჩუქეს.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შემოქმედებითი უნარები და სკოლაში განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა.

ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ქეთევან გაგოშიძის ხელმძრვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203