
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. წინასაახალწლო დღეები კი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა.
მე-6 კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და მათი დამრიგებლის - ნაირა მარიკიანის ხელმძღვანელობით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
პროგრამა მოიცავდა ინტელექტუალური, სახალისო და სამოტივაციო თამაშებს, რაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და ინტერესს უწყობდა ხელს.
ბავშვები მთელი ღონისძიების განმავლობაში იაქტიურეს. მათთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. თავად იზრუნეს საკლასო ოთახის საახალწლოდ გაფორმებაზე, გაცვალეს საახალწლო საჩუქრები და თბილი ემოციები.
ღონისძიება მეგობრულ და პოზიტიურ გარემოში წარიმართა და მოსწავლეებს სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა.
იხილეთ ფოტოები: