საოცარი სადღესასწაულო გარემო და ზღაპრული საახალწლო ღონისძიება ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში 
29-12-2025

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა

სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებისათვის სკოლის დირექტორმა და ამავე კლასის პედაგოგმა, გაიანე კარახანიანმა, საოცარი საახალწლო გარემო მოაწყო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე ღონისძიება წარმოადგინა.   

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. 

ჯადოსნურმა საახალწლო თემატიკამ, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუასთან შეხვედრამ და ორ ენაზე - ქართულად და სომხურად შესრულებულმა სასცენო ნომრებმა ღონისძიებას ზღაპრული ელფერი შესძინა და მსმენელს დაუვიწყარი შთაბეჭიდლებები აჩუქა. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა - გაიანე კარახანიანმა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ხელმძღვანელმა სასკოლო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი უსურვა ახალქალაქის N4 საჯარო სკოლასა და სრულიად  საქართველოს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203