თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სადღესასწაულო სანახაობა
29-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - გერმინე ტონაკანიანის ხელშეწყობით, სადღესასწაულო ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიება სავსე იყო ზღაპრული განწყობითა და ბავშვური სიხარულით. პატარებმა დამსწრე საზოგადოებას საახალწლო ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს, ასევე მცირე თეატრალური წარმოდგენაც გაითამაშეს.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ყველას ახალი წელი მიულოცეს.

ბავშვები დღესასწაულს დიდი სიხარულით ელოდებიან, სასკოლო საზოგადოება კი მათ ბედნიერ, ბევრი სიხარულით სავსე ახალ წელსა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203