
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვის საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა.
პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს სკოლაში გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელიც თბილ, სასიამოვნო და მხიარულ გარემოში წარიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების მრავალფეროვანის საზეიმო სანახაობით წარდგნენ. პატარებმა სადღესასწაულო პროგრამა ცეკვებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს მცირე სპექტაკლები და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას საოცარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
სკოლა მორთული იყო ნაძვის ხითა და საახალწლო დეკორაციებით, ბავშვების სიხარულმა კი ღონისძიება განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადა.
„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ახალი წლის სითბოს, ერთიანობისა და სიხარულის გაღვივება და გაზიარება“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: