პირველკლასელთა საშობაო-საახალწლო ზღაპარი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში
29-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაშობაო-საახალწლო განწყობა გრძელდება. 

26 დეკემბერს, I კლასის მოსწავლეები წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი ღონისძიებით. 

პირველკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალურ-ლიტერატურული წარმოდგენა სახელწოდებით - „ზღაპარი ტყეში“ შესთავაზეს.

პატარებმა ზღაპრული სიუჟეტი სიმღერებით, ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით გააცოცხლეს.

ღონისძიება სავსე იყო ბავშვური სიხარულით, ფერადი ემოციებითა და სადღესასწაულო განწყობით.

პატარა შემსრულებლებმა საკუთარი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები დამაჯერებლად წარმოაჩინეს, რამაც სანახაობას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

ღონისძიება დამრიგებლის - ბელა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203