
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა.
პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს სკოლაში გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების მრავალფეროვანის საზეიმო სანახაობით წარდგნენ. პატარებმა სადღესასწაულო პროგრამა ცეკვებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს და დამსწრე საზოგადოებას მხიარული განწყობა შეუქმნეს.
ღონისძიება სავსე იყო ბავშვური სიხარულითა და ემოციებით.
მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, ხოლო საახალწლო ატმოსფერომ სკოლაში განსაკუთრებული სითბო და სადღესასწაულო ხიბლი შეიტანა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები -ზამირა ჯანოიანი ( მე-2 კლასის ხელმძღვანელი), აიდა აპოიანი (მე-3 კლასი) და ანაჰი ხოცანიანი (მე-4 კლასი).
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ერთმანეთს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: