„კვლავ ვრჩებით ჩვენი დიდი მიზნების სადარაჯოზე“ - 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი „ეტალონური“ ამბები და წლის მიმოხილვა
31-12-2025

ახალი 2026 წლის შემობრძანებამდე ცოტა დრო დარჩა და გვსურს, თქვენთან ერთად გადავხედოთ 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვან „ეტალონურ“ ამბებს, რომლებიც მალე ისტორიად იქცევა.

რა გვასწავლა 2025-მა წელმა? - გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავება... მეგობრობის, თანამოაზრეობის, მხარში დგომის კიდევ უფრო დაფასება და რაც მთავარია, უფრო მკაფიოდ დაგვანახა, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე დგომის აუცილებლობა.

გვეამაყება, რომ: etaloni.ge-ს „ანგარიშზე“ არის ბევრი ექსკლუზიური მასალა და ოპერატიულად გაშუქებული მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეები - ორი ათეული წელია წარმატებულ სკოლებთან, მათ ღირსეულ დირექტორებთან, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან მხარდამხარ აქტიურად ვიღწვით და ვაცხადებთ, რომ 2026 წელსაც ვრჩებით ჩვენი დიდი მიზნების სადარაჯოზე.

ასევე გვეამაყება, რომ მიმდინარე სიახლეების კვალდაკვალ, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით მომავალი თაობის განათლების მიმართულებით და ერთ-ერთი გახლავთ „ეტალონის საგნობრივი ოლიმპიადა“ - პროექტი, რომელმაც უმოკლეს ვადებში, უამრავი მოსწავლე შემოიკრიბა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თითოეულ მათგანს მისცა ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა. 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომით ტარდება, ავლენს ჩემპიონთა ათეულებს თითოეულ საგანში, კლასების მიხედვით, რომელთაც სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. მათ შესახებ, განათლების სამინისტროსა და შესაბამის სკოლაში, იგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები, რომელიც გახლავთ ოფიციალური დოკუმენტი მოსწავლის მიღწევების შესახებ. 

კიდევ ერთი საამაყო პროექტი კი IZRUNE.GE გახლავთ, რომელმაც სკოლა-მოსწავლე-მშობელი ერთ მუშტად შეკრა და წლებია მთავარი მიზნისთვის არ გადაუხვევია: „განათლებული თაობა ქმნის ქვეყნის მომავალს!“ და „ბედნიერება ყველას სჭირდება!“

დღეს ჩვენ - „ეტალონი მედია-ჯგუფი“ - თქვენთან ერთად ვაცილებთ 2025 წელს!

უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით თანამოაზრეობისთვის, ერთგულებისთვის და იმ თითოეული აგურისთვის, რომელიც ყველამ ერთად, დავდეთ ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხელშესაწყობად.

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203