ბახვის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს
29-12-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფერო დატრიალადა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საინტერესო საკარნავალო ღონისძიება მოაწყვეს და სასკოლო საზოაგადოება ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს. საზეიმო პროგრამა გამორჩეული იყო სადღესასწაულო განწყობითა და მრავალფეროვანი ნომრებით - სიმღერებით, ლექსებით, საახალწლო სურვილებით და მილოცვებით იყო გაჯერებული.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შემოქმედებითი უნარები.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პატარებს ბედნიერ ახალ წელსა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვებენ. 

„მშვიდობიანი და ბედნიერი ახალი წელი გვისურვეს. დაე, ასეთი ლამაზი, ზღაპრული, მშიდობიანი და სიყვარულით სავსე ყოფილიყოს მათი მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203