ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
29-12-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კონკურსი - „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“.  კონკურსს აქტიურად შეუერთდნენ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები​ც.

მოსწავლეებმა - ბარბარე ბაჯელიძემ. გაგა აბულაძე, დემეტრე ანთაძემ, გიგა ცქვიტინიძემ. (პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ხათუნა ბარამიძე) კონკურსზე წარადგინეს საპრეზენტაციო ნაშრომი - „ტყის მცველები: ახალი თაობის ეკო-მონიტორინგი“, რომელმაც კონკურსის მესვეურთა მოწონება დაიმსახურა. 

მოსწავლეები კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალზე მიიწვიეს, სადაც დამსახურებული ჯილდოც გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203