
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და თვალსაწიერის გაფართოებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მე-7-მე-8 კლასებში გამართული საინტერესო დისკუსია მსჯელობა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლია რამიშვილმა ორი საგნის - ქართულისა და მოქალაქეობის ინტეგრირებით განახორციელა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს არგუმენტირებულად, აქტივობები იყო მრავალფეროვანი.
ღონისძიებაზე იყო თემები არგუმენტირებული მსჯელობისთვის, ასევე, იყო ილუსტრაციების ანალიზი.
ღონისძიება შეაფასა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისაგან.
იხილეთ ფოტოები: