ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
29-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი წლის დამდეგს ზღაპრული საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. 

საახალწლო ზეიმი გაიმართა პედაგოგების - მაია ნათენაძისა და ეკატერინე მურჯიკნელის ხელმძღვანელობით, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პოზიტიური ემოციების გაღვივებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას და სადღესასწაულო განწყობის შექმნას.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები. გაიმართა სხვადასხვა გასართობი და შემოქმედებითი აქტივობა, შესრულდა ლექსები და სიმღერები საახალწლო თემატიკაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ზეიმმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა სოციალიზაციას, ურთიერთთანამშრომლობასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ღონისძიება წარიმართა ორგანიზებულად, უსაფრთხოების წესების დაცვით და პოზიტიურ, მეგობრულ გარემოში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203