
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს.
სასწავლო სემესტრის მიწურულს სკოლის დაწყებითი საფეხურის (I–VI კლასები) მოსწავლეებმა, დამრიგებლების - ხათუნა ოქრიაშვილის, მაია მთვარაძის, იზა ნინიაშვილის, გიული მანთაშაშვილის, მარინა ოგნაძისა და ნინო ნინიაშვილის ხელმძღვანელობითა და მშობლების აქტიური ჩართულობით, საზეიმო საახალწლო ღონისძიება გამართეს.
სკოლაში შექმნილი იყო თბილი და მხიარული გარემო, სადაც ბავშვებმა თავიანთი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიება გამორჩეული იყო მრავალფეროვანი ნომრებით, სადღესასწაულო განწყობითა და ბავშვური ემოციებით.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული წუთები და ემოციები აჩუქეს.
სკოლის დირექტორმა - ნათია სარსევანიძემ მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი დიდი სიყვარულით მოილოცა და პირველი სასწავლო სემესტრის წარმატებით დასრულება მიულოცა.
ღონისძიებას მოსწავლეთა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდა რესურსცენტრის წარმომადგენელიც.
იხილეთ ვიდეო ბმულზე