სიხარულით, ღიმილითა და ბავშვური ემოციებით სავსე საახალწლო ღონისძიება ჯვარის N4 საჯარო სკოლაში
26-12-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლაში გაიმართა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება, რომელიც სავსე იყო სიხარულით, ღიმილითა და ბავშვური ემოციებით.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით წარმოადგინეს სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და ნამდვილ დღესასწაულად აქცია. 

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა. მან ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა და პატარების სახეებზე სიხარული და გულწრფელი ღიმილი გამოიწვია.

მხიარული ატმოსფერო და გულწრფელი ემოციები დიდხანს დარჩება მოსწავლეთა მოგონებებში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203