
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
22 დეკემბერს, სკოლის ბუნებისა და ქიმიის მასწავლებელმა, კნარიკ შაროიანმა, სასწავლო პროცესის ფარგლებში საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება ჩაატარა, რომელმაც მოსწავლეთა დიდი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია.
მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს. სეზონებს შესაბამის კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები ასრულებდნენ.
ღონისძიების მეორე ნაწილი ქიმიას დაეთმო. მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს ქიმიური ფორმულები და მოლეკულები, განმარტეს მათი მნიშვნელობა და როლი ბუნებრივ პროცესებში. მოლეკულებს კი შესაბამისად მორთული ბავშვები განასახიერებდნენ.
ღონისძიებამ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა და ცეკვა-სიმღერით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: