
თბილისის N115 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“. ღონისძიებაში მე-43 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, იდეის ავტორი კი გახლდათ კლასის დამრიგებელი ფიქრია აქიაშვილი, რომლის კრეატიულმა აზროვნებამ და მიდგომამ ღონისძიება შემოქმედებით დღესასწაულად აქცია.
გემოვნებით, სწორად შერჩეული მუსიკა და სიმღერები ეკუთვნის მუსიკის პედაგოგ ინგა ბარამიძეს, ხოლო სწორი რეჟისორული გადაწყვეტა ხელოვნების პედაგოგს - ლია ჩაკვეტაძეს.
„ნიკო ფიროსმანის ცხოვრების დაწერა ძალიან ძნელია, რომელიც ჩვენს თვალწინ ჩვენთვის შეუცნობი და დაუფასებელი წავიდა. სწორედ ფიროსმანის ბიოგრაფიული ცხოვრება, მისი მრავალმხრივი სამხატვრო შემოქმედება, გაუხარელი ყმაწვილკაცობა, უიღბლო სიყვარული და იდუმალი გარდაცვალება წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.
მათ ბავშვური უშუალობით, სიყვარულით და გულწრფელობით, კითხვა-პასუხის საშუალებით გააცოცხლეს ფიროსმანის ნახატები და მნახველს კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რა შეძლო ფიროსმანმა, რომელმაც შექმნა ნამუშევრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის შეუფასებელ საგანძურს წარმოადგენს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
იხილეთ ფოტოები: