
ახალსოფლის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოტივირებული მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ, წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს. მათი შემოქმქდებითობა სკოლაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ხავეთის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეები გაჯერებულია სადღესასწაულო აქტივობებითა და ღონისძიებებით. მოსწავლეები დღესასწაულს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით ხვდებიან.
24 დეკემბერი კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში.
კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით ბავშვებმა საშობა ღონისძიება და იმავდროულად იუმორისტული დადგმა - „წელიწადო ახალო“ მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარმოადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენლები.
სკოლის დირექტორმა, ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და ბედნიერი ახალი წელი, ჯანმრთელობა და ულევი წარმატება უსურვა.