პედაგოგები 22-საათიან ტრენინგ-კურსს გაივლიან - „პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას“
28-12-2025

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ბრიტანეთის საბჭომ  ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების (OTC) ტრენინგ-კურსზე რეგისტრაცია გამოაცხადეს..

სამი მოდულისგან შემდგარი, 22-საათიანი ონლაინ პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, სწავლების უახლესი მიდგომების გაცნობასა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას. პროგრამა ასევე ქმნის სივრცეს კოლეგიური სწავლების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული კავშირების დამყარებისთვის.

2026 წლის გაზაფხულის ნაკადის პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

საორიენტაციო სესიაში მონაწილეობა — 1 საათი;

შესავალი მოდული — 3 საათი;

სამი თემატური მოდული — 9 საათი;

თემატური ვებინარები — 3 საათი;

თემატური ფორუმები — 3 საათი (მონაწილეს მოეთხოვება მინიმუმ 3 პოსტის გამოქვეყნება და მინიმუმ 18 კომენტარის გაკეთება სხვა მონაწილეთა პოსტებზე);

ელექტრონული პორტფოლიოს მომზადება და ოთხი რეფლექსიური ჟურნალის ატვირთვა OTC ონლაინ პლატფორმაზე (სამი — თითოეული მოდულის მიხედვით და ერთი — საბოლოო რეფლექსია მთელი პროგრამის შესახებ).

მონაწილეებს ასევე შეუძლიათ შეუერთდნენ ონლაინ პლატფორმაზე არსებულ ინტერესთა ჯგუფებს გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.

კურსის ფარგლებში დამუშავდება შემდეგი თემები:

მოდული 1: Understanding Thinking Skills;

მოდული 2: Critical Thinking Online;

მოდული 3: Lessons with Sustainability Focus.

შენიშვნა: მოდულების შინაარსი შესაძლებელია შეიცვალოს საჭიროებისამებრ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა კვირა, 11 იანვარი, 23:59 სთ.

კურსზე რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203