
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „STEAM განათლება“ ფარგლებში, 29 დეკემბერს, 16:00 საათზე, ჩატარდება ონლაინ კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნება STEAM კლუბების განვითარების სრული გზა შერჩევის პროცესიდან დღემდე მიღებულ შედეგებამდე.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება:
• მასწავლებელთა რეგისტრაცია
• 10-დღიანი ვებინარები, ტესტირება და კონკურსი
• 5 დღიანი STEAM ბანაკი
• STEAM კლუბების ჩამოყალიბება სკოლებში
• მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები
კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული დიალოგის გაღრმავებას და STEAM განათლების გაძლიერებას საჯარო სკოლებში.
პროექტი „STEAM განათლება“ განხორციელდა რამდენიმე ეტაპად და მიზნად ისახავდა საჯარო სკოლებში STEAM კლუბების ჩამოყალიბებისთვის ძლიერი საფუძვლის შექმნას.
კონფერენციაზე დასწრება შეგიძლიათ ბმულის საშუალებით