შუასურების საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო თემა საინტერესო ღია გაკვეთილით შეაჯამეს 
26-12-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები ღია გაკვეთილებს ხშირად ატარებენ, რაც ემსახურება როგორც საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებას, ისე პედაგოგიური პრაქტიკის განვითარებასა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას. 

ახლახან,  შუასურების საჯარო სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი ღია გაკვეთილი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე „უხსოვარი დროის ამბები“. 

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები პედაგოგის შეთავაზებულ მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ და ასევე წარმოადგინეს საინტერესო კომპლექსური დავალება. მოსწავლეებმა სასწავლო თემაზე მაკეტები შექმნეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართეს. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და ისტორიის მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203