
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩვენს სკოლას ესტუმრა პროფესიონალი შეფ-მზარეული, რომელმაც მოსწავლეებს ჩაუტარა სახალისო და საგანმანათლებლო მასტერკლასი.
მასტერკლასის ფარგლებში ბავშვებმა ისწავლეს
• ხილის სწორად და უსაფრთხოდ დაჭრა;
• ხილის ლამაზად და კრეატიულად გაფორმება;
• საახალწლო სუფრის მხიარულად მოწყობა;
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში დამოუკიდებლობის, შემოქმედებითი უნარების და ჯანსაღი კვების კულტურის განვითარებას.
მასტერკლასი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო