პრეზენტაციებით სწავლება მნიშვნელოვანი და შედეგიანია სასწავლო მეთოდია, რომელიც მრავალმხრივ საგანმანათლებლო მნიშვნელობას ატარებს. იგი ხელს უწყობს, როგორც მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, ისე მოსწავლეთა სხვადასხვა უნარის განვითარებას. სწორედ აღნიშნულ აქტივობას მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების სწავლებისას.
საგაკვეთილო თემა იყო - მუსიკა, რომელმაც ეპოქა შექმნა - ზაქარია ფალიაშვილი და მისი უკვდავი მემკვიდრეობა. ღირსეული მოგზაურობა ქართული კულტურის გულში.
პრეზენტაცია წარმოადგინეს მე-10 კლასელებმა - მარიამ ხარძიანმა და გეგი პირველმა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ქართველი კომპოზიტორი ცხოვრებისა და შემოქმედების და ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტიც გააჟღერეს.
მუსიკის პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ - პედაგოგი თეა მერლანი.
იხილეთ ფოტოები: