
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი საზეიმოდ აღნიშნეს.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ლექსებით, საცეკვაო ნომრებითა და სიმღერებით წარდგნენ. ბავშვები ღონისძიებაში ხალისითა და დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავადა როგორც სადღესასწაულო განწყობის შექმნას, ასევე მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას, შთამბეჭდავად წარიმართა.
თითოეული ნომერი შობა-ახალი წლის თემატიკას ეხმიანებოდა და დღესასწაულის სულიერ და კულტურულ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი წუთები აჩუქა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: