
25 დეკემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც, მასწავლებლების ძალისხმევით, ზღაპრულ დღესასწაულად იქცა.
ღონისძიებამ ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები ნათლად წარმოაჩინა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე საინტერესო როლური თამაშებით, ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარდგნენ. მრავალფეროვანმა ნომრებმა სკოლაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა დაატრიალა.
ბავშვებმა ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს, რაც ხაზს უსვამს სკოლაში შემოქმედებითი და საზეიმო აქტივობების ჩატარების მნიშვნელობას.
იხილეთ ფოტოები: