მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-3 კლასელები დეკორატიულ მცენარეთა სანერგეს ესტუმრნენ
26-12-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლია ჩიტიაშვილთან ერთად, დეკორატიული მცენარეების სანერგეს - გარდენია-შევარდნაძეს“ ესტუმრნენ.

გასვლითი ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ბავშვებში ბუნებისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება, მცენარეთა მოვლისა და მოფრთხილების მნიშვნელობის გაცნობიერება. ბაღის მრავალფეროვანმა მცენარეებმა და ბუნებრივმა დეკორაციებმა პატარებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „მწვანე გაკვეთილში”, სადაც საკუთარი ხელით მოხატეს ქოთნები, გაეცნენ დეკუპაჟის ტექნიკას და ქოთნებში ჩარგეს ყვავილები.

დარგული მცენარეები ბავშვებმა შინ წაიღეს, რაც მათთვის ბუნებაზე ზრუნვის გაგრძელების პირად პასუხისმგებლობად იქცა.

„ვფიქრობთ, პრაქტიკულმა გამოცდილებამ ბავშვებს ასწავლა, რომ გარემოზე ზრუნვა ყოველდღიერი ქმედებებით იწყება და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203