ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს
04-07-2018
ზემო წინსვლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ლელა ვერძაძის ხელმძღვანელობით, მტირალას ეროვნული პარკში ლაშქრობა მოაწყვეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ულამაზესი ბუნება და თვალწარმტაცი ჩანჩქერი ნახეს.
„მოსწავლეები ლაშქრობიდან სასიამოვნი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის