დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
26-12-2025

დმანისის მუნიციპალიტეტი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი საზეიმო, შთამბეჭდავი ღონისძიებით მიულოცეს.

პატარები მაყურებლის წინაშე სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით წარდგნენ და ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. ღონისძიება სითბოთი, ბავშვური სიხარულითა და შემოქმედებითი ენერგიით იყო გაჯერებული. მოსწავლეთა ემოციურმა შესრულებამ და ლამაზმა სცენურმა ნომრებმა მაყურებელს საოცარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203