მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს -  ამინდის შესახებ სააგენტო გვაფრთხილებს
26-12-2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ახალი წლის ღამეს ტემპერატურა, სავარაუდოდ, -2°…+2°C ფარგლებში დაიწევს. მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ყინვები.

ახალი წლის ღამეს მოთოვს:

გუდაურში, 30-31 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით, -7, ხოლო ღამით, -14 გრადუსი დაფიქსირდება. 

სვანეთში. აქ ჰაერის ტემპერატურა -1, -7, გრადუსი იქნება. 

ბაკურიანში, სადაც ტემპერატურა, -3, -10 გრადუსი დაფიქსირდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203