ზოგადი განათლების კანონში ცვლილება შევიდა - ვის ეხება ბრძანება
04-01-2026

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ცვლილება რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის ნაწილში შევიდა.

სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ: დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203