
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი წილის შესახვედრად დიდი მონდომებით მოემზადნენ - მორთეს სკოლა და საკლასო ოთახები.
ფინალურ ეტაპზე კი სადღესასწაულო ღონისძიება მოამზადეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
„ერთად გავაცილეთ 2025 წელი და სიხარულით ვხვდებით ახალ, 2026 წელს“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და დამდეგი ახალი წელი პედაგოგებთან ერთად დიდი სიხარულით იზეიმეს.
იხილეთ ფოტოები: