მელეს საჯარო სკოლას თოვლის ბაბუა ესტუმრა
26-12-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა. 

სკოლას ლაპლანდიიდან თოვლის ბაბუა ესტუმრა. თოვლის ბაბუის სტუმრობამ სკოლის მოსწავლეები ძალიან გაახარა, მან მოსწავლეებს უსურვა ბევრი წარმატება ჯანმრთელობა მშვიდობა და სიხარული. 

ჩვენს ძვირფას თოვლის ბაბუას საჩუქრებიც არ დავიწყებია, თითოეულ ბავშვს ტკბილეული დაურიგა. 

აღსანიშნავია, რომ  მელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ. წინასაახალწლო დღეები კი სკოლაში გამორჩეულად ლამაზი და საზეიმოა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203