
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში კი წახალისებული და მხარდაჭერილია, შესაბამისად მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან.
სკოლის ნორჩმა სპორტსმენებმა აქტიურად იასპარეზეს მუნიციპალურ პირველობაზე „მხიარულ სტარტებში“.
16 სკოლას შორის მეორე საპრიზო ადგილის მოპოვება მოსწავლეებთან ერთად სპორტის პედაგოგ გივი სიხარულიძის დამსახურებაა, რისთვისაც მას სკოლაში მადლობას უხდიან, მოსწავლეებს კი შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„წინ კიდევ უამრავი ასპარეზობაა, წარმატებები ერკეთელ მოასპარეზეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: