იმერეთში ოლიმპიზმისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ქუთაისის N26 საჯარო სკოლა „წლის სკოლად“ დასახელდა
26-12-2025

იმერეთში ოლიმპიზმისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ქუთაისის 26 საჯარო სკოლა საქართველის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალურმა ორგანიზაციამ წლის სკოლად დაასახელა და დიპლომით დააჯილდოვა. 

აღსანიშნავია, რომ  6 ოქტომბერს ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროზე მოეწყო სპორტული ნავების ოლიმპიური კარნავალი. მასშტაბურ ღონისძიებას ქუთაისის N26 სკოლა საინტერესო პერფორმანსით შეუერთდა. ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური პერფომანსი - მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში. შთამბეჭდავმა სანახაობამ ყველა თაობის მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. მოვლენა გააშუქა ჟურნალმა, რომელიც 100-მდე ქვეყანაში იბეჟდება. სტატია, სწორედ სკოლის მოსწავლეთა პერფორმანისის ამსახველი ფოტოთი იწყება. 

სკოლაში ახარებთ საპატიო წოდება და აგრძელებენ მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრეის წესით დაინტერესებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203