
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - ნინი დოინჯაშვილის წარმატებით ხარობენ.
სკოლის მოსწავლე ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირიდან გუნდური გამარჯვებით დაბრუნდა.
ნინი დოინჯაშვილი Valentina Kuzmidi’s High School of Gymnastics-ისა და New Life Dance Studio Academy-ს ახმეტის ფილიალის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული გუნდის წევრია.
20 დეკემბერს, საერთაშორისო ტურნირზე - „Marathon 2025“, 5-წევრიანმა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა. სწორედ, საამაყო გუნდის წევრია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნინი დოინჯაშვილი.
ეს იყო პატარა ტანმოვარჯიშეების დებიუტი, რომლებმაც დიდ სპორტში პირველი ნაბიჯები ასეთი ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნეს.
„ნინი, ვამაყობთ შენი მონდომებით და ნიჭიერებით! გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო1,