
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-4დ კლასისთვის 24 დეკემბერის გაკვეთილები მართლაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
სკოლას და კეძოდ მე-4დ კლასს (პედაგოგი ნანა გოგიტაური) სტუმრობდა რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, რომელმაც ბავშვებთან ერთად ნამდვილი წინასაახალწლო განწყობა შექმნა.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი, რამაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საზეიმო ელფერი შესძინა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სტუმრობა, გულწრფელი ემოციურად დატვირთული იყო. ნათლად გამოჩნდა, რომ დიდებშიც ბავშვური სიხარული ცოცხლობს, ეს გრძნობა კი ყველას ერთნაირად ედება გულზე.
მოსწავლეებმა წინასაახალწლო თემაზე საინტერესო შეკითხვები დასვეს, კლასიკოსების ლექსები წაიკითხეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბოლოს ერთ-ერთი მოსწავლის - სანდრო კეჩხუაშვილის სურვილითა და ინიციატივით - მეგობრობის ფიციც დადეს.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ეს არის სითბოს, ურთიერთგაგებისა და სიხარულის სივრცე, სადაც ახალი წლის მოლოდინი ყველას გვაერთიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.